"გალის მოსახლეობის ნაწილი დევნილთა შემწეობის გარეშე დარჩა"

14-07-2020 13:33:30 კონფლიქტები

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონში მოსახლეობის ნაწილი დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებს, მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებია.

როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემწეობის დარიცხვა ხდება „ლიბერთი ბანკის“ სპეციალური ტიპის სოციალურ ბარათზე, რომლის ხანგრძლოვობაც არის 6 წელი, თუმცა ბარათის „პინ კოდი“ ყოველწლიურად იცვლება, რაც პრობლემებს ქმნის:იმისათვის, რომ „პინ კოდის“ განახლების მიზნით გალის რაიონში მცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდნენ, ენგურის გადმოცურვა უწევთ. აქედან გამომდინარე, პრობლემის მოსაგვარებლად უჩა ნანუაშვილის თქმით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს საკუთარი რესური, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით რეგიონში სხვადასხა ჰუმანიტარული ტვირთი შეგზავნოს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის ოდნავ მაინც შემსუბუქება შეუძლია.

„ძალიან ბერი ოჯახისთვის სოციალური შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან პირადად უწევთ მოქლაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, რადგან მსგავსი სერვისით სააგებლობა შეუძლებელია უშუალოდ გალის რაიონის ტერიტორიაზე. იმ პირობებში, როდესაც ე.წ. საზღვარი დაკეტილია მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ცდილობს გადმოვიდეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას პრობლემებიც მოსდევს. მაგალითად, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის კვეთის მცდელობისთვის რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდგომ მდგომარეობა გართულდა და ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 9 ივლისს, ენგურის ხიდის გადაცურვის გამო, დაახლოებით 30-მდე მოქალაქე დააკავეს. ყველა მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3 000-დან 20 000 რუსულ რუბლამდე გადახდა უწევთ. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება“ , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გარდა ამისა, მისვე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უკვე შეინიშნება, პროდუქტების და მედიკამენტების სიმცირე რაიონში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები