
ჭელიძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოკითხულია
23/07/2020 13:20:35 სამართალი
შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორი მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი.
ჭელიძის თქმით, ფსიქოლოგი უკვე გამოკითხულია, თუმცა, რაზე საუბრობს ის, ჭელიძემ არ ისაუბრა ოჯახის მძიმე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინების მოტივით.
„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ
იხილეთ ასევე: შსს–ში განმარტავენ, რატომ დასჭირდა ხუთი დღე თამარ ბაჩალიაშვილის პოვნას
„პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება“
ექსპერტი “ შეუძლებელია, ტრავმული დაზიანებები აღმოჩენილიყო: გვამური პროცესი შორს იყო წასული“
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ცხედარი 22 ივლისს თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახეს. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.
გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკენონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.