
სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს
28/07/2020 17:25:22 კონფლიქტები
პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ლიდერი, წარსულში სხვადასხვა დროს დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსანი სერგეი შამბა აფხაზეთის “უშიშროების საბჭოს” მდივანი გახდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ თანამდებობას ახალ დე ფაქტო ხელისუფლებაში სწორედ შამბა დაიკავებდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში არაოფიციალურად მუსირებდა და დღეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 27 ივლისის განკარგულების შესახებ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით დადასტურდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბოლო საკადრო გადაწყვეტილება იყო დე ფაქტო მთავრობის დაკომპლექტების ფარგლებში და “პრეზიდენტმა” ბჟანიამ გადაწყვეტილება ამისთვის განსაზღვრული 3-თვიანი ვადის ბოლო დღეს მიიღო.
საგულისხმოა სერგეი შამბას ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის – თბილისთან თანამშრომლობის თაობაზე, რომელთა შესახებაც “აქცენტმა” მკითხველს ორიოდ დღის წინ კვლავ ამცნო.
იხილეთ ასევე: “განსაზღვრება “გენოციდს” თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს და რამდენად გაგვაჩნია მსგავსი არგუმენტაცია?”