Accentnews.ge
გახარიამ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე დასმულ კითხვებს „პოლიტიკურად დაკვეთილი“ უწოდა

გახარიამ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებზე დასმულ კითხვებს „პოლიტიკურად დაკვეთილი“ უწოდა

30/07/2020 11:26:21 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილისა და 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებ

„პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები“ უწოდა.

ამასთან, მედიის წარმომადგენლების კითხვას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოუსმენია.

„ეს მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, ეს ეთიკური არ არის, აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. თუ გამოძიების შემდეგ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, ამ ქვეყანაში მედია თავისუფალია, გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი შეუზღუდავს. ბევრჯერ შევხვედრივართ და ბევრ საქმეზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ შქარაშვილის ცხედრის პოვნიდან 40 დღე გავიდა და ბრალი ამ დრომდე არავის აქვს წარდგენილი, გამოძიება კი ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის მიმდინარეობს. მის ცხედარს გაუჩინარებიდან ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. საქმეს ამჟამად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია იძიებს.

რაც შეეხება 23 წლის პროგრამისტს, მის ცხედარს ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს. ქალის მანქანა მწყემსმა იპოვა. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. საქმეს ამჟამად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია იძიებს.

იხილეთ ასევე: „ემპათია“ რამიშვილსა და ცენტრის ექსპერტებზე ზეწოლის შესახებ იუწყება. შეტევის ობიექტები აცხადებენ, რომ თავდასხმებმა ორგანიზებული და განსაკუთრებით მასშტაბური სახე უკანასკნელ პერიოდში მიიღო. ისინი დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S