„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, რომელიც კონგრესის წევრებისგან მოდის, სერიოზულად იყოს აღქმული“
30/07/2020 18:15:27 პოლიტიკა
საქართველოში აშშ- ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან,აღქმული იყოს სერიოზულად. ამის შესახე ელჩმა ექვსი კონგრესმენის მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ელჩი ამბობს, ეს კონგრესმენები არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს და მის წარმატებაზე ზრუნავენ:
"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მკაფიოდ არის ხელისუფლების დაყოფა სხვადასხვა შტოში. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს კონგრესის და ხელისუფლების ამ შტოს მიეკუთვნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამაზე გავაკეთო განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად, მიექციოს ყურადღება, რადგან ესენი არიან ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. მე მქონდა ურთიერთობა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან და მინდა, ვთქვა, საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომელთაც აქვთ ერთგულება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიმართ და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“,- განაცხადა დეგნანმა.
იხილეთ ასევე: 6 კონგრესმენი პომპეოს მიმართავს: "რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეჩერდა"
„დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ – ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს“


