Accentnews.ge
ზურაბიშვილი – რურუაზე: „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ“

ზურაბიშვილი – რურუაზე: „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ“

31/07/2020 15:16:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ ერთ–ერთი მეწილის გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

„3 თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები მათი პრეტენზიის მიუხედავად, იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე, როგორც დამნაშავეები. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პირადად ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე. დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს მე ამას არ გავიმეორებ. მე ამ პიროვნებას [გიორგი რურუას] არ შევიწყალებ. ჩემზე უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას და ასევე იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ "დღეს მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ".

"ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 30 ივლისს გიორგი რურუას 4–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სენატორმა ჯიმ რიშმა და რიგმა ევროპარლამენტარებმა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს. დღეს სალომე ზურაბიშვილს პრემიერ–მინისტრი შეხვდა, თუმცა უცნობია, შეეხო თუ არა საუბარი რურუას საკითხს.

იხილეთ ასევე: აშშ–ის ელჩი – რურუაზე: "შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S