Accentnews.ge
ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს: "ილორის ღვთისმშობელი სასოგადაწურულთა შემწყალებელი. შეგეწიოთ!"

ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს: "ილორის ღვთისმშობელი სასოგადაწურულთა შემწყალებელი. შეგეწიოთ!"

25/08/2020 05:05:15 კონფლიქტები, საშინაო პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ იგი და მისი გუნდის წევრი 18 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. აფხაზეთში, ილორის ტაძარში ყოფნის ამსახველი ფოტომასალა ირმა ინაშვილმა "Facebook"–ში პირად გვერდზე ატვირთა. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლორიასთან ერთად იმყოფებოდა და ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს.

"2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ - ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყალებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ!", – წერს ინაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მისივე ცნობით, ქართველი პოლიტიკოსები დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს ლაშა საკანიას შეხვდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, პარტია «აფხაზეთის სახალხო ფრონტის» ხელმძღვანელი ლაშა საკანია ქართულ მხარესთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებთან შეხვედრას კი, რომელსაც სულ ორიოდ დღის წინ ასევე უარყოფდა, ახლა «წმინდად ჰუმანიტარულ აქციას» უწოდებს.

მოსკოვიდან დაბრუნებული საკანიას ახალი კომენტარი 24 აგვისტოს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მასში, კერძოდ, ნათქვამია:

«მინდა, სიცხადე შევიტანო იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება აფხაზურ საზოგადოებასა და სოცქსელებში და რომელთან დაკავშირებითაც ახსენებენ ჩემს სახელს. აგვისტოს დასაწყისში მომმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და მთხოვეს, დახმარება გამეწია საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის ილორის მონასტრისთვის ძღვენის სახით გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავით თარხან-მოურავმა მიმართათ. შესაბამისად, რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, მომეხდინა აფხაზეთში ჩამოსვლის და ხატის გადაცემის ორგანიზება, რაც გაკეთდა კიდეც. ამით ჩვენი მისია ამოიწურა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემს თანაგუნდელ ალექსანდრე აგრბას, რომელიც ჩემი თხოვნით წამომყვა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია- ეს წმინდად ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსმა მეგობრებმა ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე მთხოვეს. ხალხმა ხატი ჩამოიტანა, მონასტერს გადასვა და ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან არავის უცდია ამის გასაიდუმლოება და მით უფრო ამის პოლიტიკად ქცევა. როგორც მორწმუნეები, გულწრფელად ვთვლით, რომ ხატის გადაცემა კეთილი და ღვთისნიერი საქმეა. გალის რაიონის ხელმძღვანელობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქმის კურსში სწორედ იმიტომ არ ჩავაყენე, რომ ამ ჰუმანიტარულ ღონისძიებას პოლიტიკური სტატუსი არ მისცემოდა».

იხილეთ ასევე: "დოსიეს" გამოძიება: „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლისგან 8 მილიონს ითხოვს“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S