Accentnews.ge
კილაძე – „პატრიოტთა ალიანსის“ კრემლისგან დაფინანსებაზე: „ქართულ ოცნებაზეც“ ამბობენ, პრორუსულიაო“

კილაძე – „პატრიოტთა ალიანსის“ კრემლისგან დაფინანსებაზე: „ქართულ ოცნებაზეც“ ამბობენ, პრორუსულიაო“

25/08/2020 10:08:37 პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, მას ბევჯერ სმენია ბრალდება მმართველ გუნდზე, რომ პრორუსულია. მსგავსი კომენტარი მან „დოსიეს“ გამოძიებაზე გააკეთა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ და კრემლის ურთიერთობას ეხება. ოპოზიცია საკითხის გამოძიებას ითხოვს.

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება. ეს კანონის დარღვევაა პირველ რიგში, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, ოკუპანტი ქვეყნისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას, მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური პარტია და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია... მე ძალიან ხშირად მომისმენია ქართული ოცნების მიმართაც ეს ბრალდებები, რომ არის პრორუსული", - თქვა კილაძემ ჟურნალისტებთან.

ის ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას მიერ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ხოშტარიას მაშინ გახსენებოდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როცა "ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S