ინაშვილი პროვოკაციულს უწოდებს პუტინის დანაშაულთან დაკავშირებით დასმულ კითხვას
26/08/2020 19:08:12 პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელი და ლიდერი ირმა ინაშვილი პროვოკაციულს უწოდებს კრემლის ლიდერის დანაშაულთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. კერძოდ, „ტვ პირველის“ ეთერში ტელეწამყვანმა მას ჰკითხა: „თვლით, რომ პუტინმა და მედვედევმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს?“.
პასუხად ინაშვილმა განაცხადა:
"თქვენ თუ ახლა აპირებთ გადამიყვანოთ პროვოკაციულ შეკითხვებზე და ამაზე დრო დამახარჯინოთ... ძალიან რთული პროცესები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ. დანაშაული, თქვენ ახლა რაზეც მეკითხებით, დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე აქვს იმ ხალხს, ვინც ეს ქვეყანა ვერ დაიცვა და ჩვენი ქვეყნის მიწების 22% ჩააბარა მოწინააღმდეგეს. ახალგორში არაფერი ჩასაბარებელი არ იყო. [...] მე ჩემმა რა გააკეთა, ის მაინტერესებს. სხვამ რა გაგიკეთა, იმაზე მე რატო მთხოვთ პასუხს?...".
ამასთან, ინაშვილი ამბობს, რომ პროვოკაციულია კითხვა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
იხილეთ ასევე: "დოსიეს" გამოძიება –ვინ კურირებს „პატრიოტთა ალიანსს“ კრემლიდან


