კელი დეგნანი: "საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერევა"
31/08/2020 09:50:59 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა, რაც თანმიმდევრულად ხდებოდა და მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდებოდა.
„ეს არის ის, რაზეც აშშ-ს და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რაც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და დაეხმაროს ქართველებს, შეძლონ ყალბი ამბების, კარგი ჟურნალისტიკისგან გამორჩევა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ლიდერებმა მიაწოდონ ამ მრჩეველს სწორი ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია, აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება ჯანდაცვა და ა.შ. ეს საჭიროა, რათა ამომრჩეველი მომზადებული და ინფორმირებული მივიდეს უბანზე. ეს არის საუკეთესო გზა რუსეთიდან, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებიდან მომავალი დეზინფორმაციის დასაძლევად“,- განაცხადა კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას.
ცნობისთვის: რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნევულმა ორგანიზაციამ "დოსიე" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება.


