Accentnews.ge
"დოსიე" "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ახალ მასალას აქვეყნებს

"დოსიე" "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ახალ მასალას აქვეყნებს

31/08/2020 20:11:21 პოლიტიკა

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "დოსიე" "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ახალი მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც პარტიის წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე და საარჩევნოდ დაგეგმილ აქტივობებზეა საუბარი.

ინფორმაციისთვის: როგორც "დოსიე" აღნიშნავს, ორგანიზაციამ რუსული დაზვერვის გენერლის ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოიპოვა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური გათვლები, წინასაარჩევნო მეთოდოლოგიები და ოპერატიული ანგარიშები. თავის მხრივ ჩერნოვი კრემლის ლიდერის სპეცწარმომადგენლის სერგეი ივანოვის უახლოესი გარემოცვიდანაა.

„დოსიეს“ თანახმად, გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რასაც მათ მიმართ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ამ უკმაყოფილების მოგერიებაში პარტიას დახმარებას მოსკოვიდან ცდილობდნენ. დოკუმენტში მოცემულია თეზისები, რომელიც პარტიის წევრებს მედიასთან ურთიერთობისას უნდა გამოეყენებინათ, მათ შორის

  • "ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო";
  • "მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით";
  • "არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში საბრძოლო იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ"; "მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს".

„დოსიესი“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ასევე საუბარია კონკრეტულ აქტივობებზე. მაგალითად, მითითებაა, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება, იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი და სხვა.

დოკუმენტების თანახმად, "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებს სთხოვდნენ, თუმცა პარტიამ უარი განაცხადა.

"აგვისტოს ომთან დაკავშირებით - გადაცემები ირმა ინაშვილისა და დავით თარხან მოურავის მონაწილეობით ეთერში გადიოდა 7, 9 და 10 აგვისტოს, ხოლო 8 აგვისტოს მხოლოდ კლიპები გადიოდა. ხოლო რაც შეეხება ამ დღეს მიტინგის ჩატარებას - ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გესმით ვითარება, რომელიც ამ წუთას თბილისშია. ადამიანები ამ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ მასზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი საუბრობენ, მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თუ ჩვენ ამ თემაზე მოვაწყობთ მიტინგს, ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ", - სწერენ, "დოსიეს" თანახმად, "პატრიოტთა ალიანსი"–დან კურატორებს და დასძენენ, რომ დამზადებულია 12 გადაცემა სამხედრო მიუმხრობლობის თემაზე და იგი პერიოდულად გავა ეთერში.

ცნობისთვის: გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი „პატრიოტთა ალიანსს“ პირდაპირ ეხმარება.

იხილეთ ასევე: "პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S