Accentnews.ge
აუდიტის სამსახურმა "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებაზე მოკვლევა დაიწყო

აუდიტის სამსახურმა "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებაზე მოკვლევა დაიწყო

01/09/2020 07:43:35 პოლიტიკა

აუდიტის სამსახურმა ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, „პატრიოტთა ალიანსს“ წერილი გაუგზავნა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახური განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდება პარტიების შემოსავლებსა და ხარჯებს. მათ შორის, პატრიოტთა ალიანსის ფინანსებს.

აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების შესახებ პროკურატურამ მიმართა. თავის მხრივ საკითხის გამოძიება პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მოსთხოვა. 31 აგვისტოს მან საგამოძიებო უწყებიდან პასუხი მიიღო, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

"თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართეს. თითქოს ეს ჩვეულებრივი საქმეა, სადაც უნდა გაერკვიონ ფინანსური საკითხების სისწორესა და გამჭვირვალობაში". - თქვა ელენე ხოშტარიამ.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია „დოსიემ“ გამოძიების 2 ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც „პატრიოტთა ალიანსის“ და კრემლის ურთიერთობაზეა საუბარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S