Accentnews.ge
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" მსგავსი ახალი აგენტით მოწამლეს

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" მსგავსი ახალი აგენტით მოწამლეს

02/09/2020 14:25:59 მსოფლიო

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შემადგენლობით "ნოვიჩოკის" მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური საბრძოლო ნივთიერებით მოწამლეს.

როგორც მთავრობის საგანგებო პრეს-რელიზშია აღნიშნული, ნავალნის ორგანიზმში ამ ნივთიერების არსებობა დაადასტურეს ტესტებმა, რომლებიც ბერლინის კლინიკა "შარიტეს" თხოვნით ბუნდესვერის სპეციალურმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

"ალექსეი ნავალნი იქცა რუსეთში განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლად, რომლის დროსაც ქიმიური მომწამლველი ნივთიერება იქნა გამოყენებული" - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

ბერლინი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულის შესახებ ნატო-ს, ევროკავშირისა და ქიმიური იარაღის ამკრძალავი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებას მოახდენს.

ამასთანავე, ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის ელჩი.

"მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გააკეთოს ოფიციალური განმარტება ამ ინციდენტთან დაკავშირებით" - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რუსეთის ჯანდაცვა - ნავალნის მდგომარეობაზე: «ადამიანი კომაში შეიძლება, ხილული მიზეზების გარეშეც აღმოჩნდეს»

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S