Accentnews.ge
ვოლსკი – რუსულ გზავნილზე: „აშკარა მუქარაა“

ვოლსკი – რუსულ გზავნილზე: „აშკარა მუქარაა“

03/09/2020 09:40:27 პოლიტიკა

"ეს აშკარა პოლიტიკური დემარში და მუქარაა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამლველ ნივთიერებას „ნოვიჩოკს“ აშშ-სა და საქართველოში ამზადებენ.

ვოლსკის თქმით, მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები უფრო გამძაფრდეს:

"რუსეთმა, მით უმეტეს მაღალ საექსპერტო დონეებზე, ზუსტად იცის, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არაფერი ამდაგვარი არ ხდება. ეს აშკარა პოლიტიკური დემარში, ვიტყოდი, მუქარაა, ისევე როგორც „ბორდერიზაცია“, ხალხის გატაცება. უნდა მოველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს ტრენდი კიდევ უფრო გამძაფრებული იქნება".

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

„ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და ის მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

ჩვენ პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულ თავდასხმას ამ ლაბორატორიაზე. ეს არის დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანიც არის ერთი მხრივ, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ, ვითომ გარკვეული ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა საქართველოში, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს არაერთხელ განუცხადებია.

რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ხელისუფლება არ რეაგირებს, როგორ შეიძლება ტყუილზე რეაგირება მოახდინო? რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინო? ამ ყველაფერზე სწორი რეაგირება არის კოვიდთან წარმატებული ბრძოლა, მაშინ როცა რუსეთს ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ალბათ, ეს აწუხებს ოკუპანტს, რომ მისი მეზობელი ასეთი წარმატებულია თანამედროვე ტექნოლოგიებში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

იხილეთ ასევე: ახალი პროპაგანდისტული გზავნილი: კრემლი „ნოვიჩოკს“ საქართველოს უკავშირებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S