Accentnews.ge
ახალი პროპაგანდისტული გზავნილი: კრემლი „ნოვიჩოკს“ საქართველოს უკავშირებს

ახალი პროპაგანდისტული გზავნილი: კრემლი „ნოვიჩოკს“ საქართველოს უკავშირებს

02/09/2020 17:36:08 მსოფლიო

"რუსეთი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში არსებობს", - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი სააგენტო RIA-სთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის: გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.

"უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ქიმიკატების დამზადება არ ხდება. როგორც ვიცით, ასეთი ქიმიკატები, ასეთი ტოქსიკური ნივთიერებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, ისევე როგორც აშშ-ში არის ხელმისაწვდომი", - უთხრა შვიტკინმა RIA-ს.

რუსმა პოლიტიკოსმა სავარაუდოდ, თბილისში არსებული ლუგარის ცენტრი იგულისხმა, რომელიც წლებია, რუსული დეზინფორმაციის სამიზნეა, მათ შორის კორონავირუსული პანდემიის პრიოდში.

რაც შეეხება ბერლინის განაცხადს, რომ "ფედერალური ხელისუფლება განიხილავს, რა იქნება ადეკვატური პასუხი რუსეთის საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით", შვიტკინი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პასუხისმგებლობის ტვირთის რუსეთზე გადატანას ემსახურება:

"ჩვენ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სრული აბსურდია და არავითარ არგუმენტაციას, არავითარ მტკიცებულებებს არ ემყარება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმების მიკერძოებულობას, რათა სკრიპალისა და ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგელბობის ტვირთი ჩვენს ქვეყანაზე გადმოიტანონ".

იხილეთ ასევე: რუსეთის ჯანდაცვა - ნავალნის მდგომარეობაზე: «ადამიანი კომაში შეიძლება, ხილული მიზეზების გარეშეც აღმოჩნდეს»

  • ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა.
  • 21 აგვისტოს ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.
  • კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლულია.
  • ნავალნი​ ამჟამად ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია.
  • რუსული მედია წერს, რომ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ნავალნის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემა სთხოვა, ნარკოტიკებზე, საწამლავზე, აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორზე და სხვა ნივთიერებებზე ჩატარებული კვლევების ჩათვლით, რომლებიც ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S