Accentnews.ge
,,სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით ასეთი მოწყვლადია საქართველო"

,,სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით ასეთი მოწყვლადია საქართველო"

03/09/2020 13:46:55 პოლიტიკა

,,სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით ასეთი მოწყვლადია საქართველო" - ,,თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე ლუგარის ლაბორატორაზე კიბერთავდასხმის ფაქტს აფასებს და განმარტავს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ინტერესია ერთი მხრივ მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ბრალი დასდოს ტერორიზმში, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი წარმოაჩინოს დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილედ.

,,ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებული კიბერ თავდასხმა და შედეგად პანდემიის შესახებ ფალსიფიცირებული დოკუმენტების გავრცელება, ნათელი მაგალითია თუ როგორ ქმნის რუსეთი მისთვის სასურველ ნარატივს ლუგარის ლაბორატორიის გარშემო.

წლებია, რუსეთი მიზანმიმართულ და მრავალმხრივ კამპანიას აწარმოებს, რათა საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საქართველო ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს აწარმოებს და სხვადასხვა ტიპის ცდებს ახორციელებს, რითიც ფაქტობრივად საქართველოს ბრალს სდებს ტერორიზმში.

დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთის ინტერესია ერთი მხრივ მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი წარმოაჩინოს დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილედ და მხარდამჭერად, რისი მორიგი ნათელი მაგალითია რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, იური შვიტკინის განცხადება იმის თაობაზე, რომ რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს.

სამწუხარო და საგანგაშოა, რომ სტრატეგიული, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით ასეთი მოწყვლადია საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ჩვენი პარტნიორები სერიოზულ რესურსს ხარჯავენ საქართველოს კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებისათვის, აუცილებელია, გადაიხედოს და ახლიდან შეფასდეს მოსალოდნელი საფრთხეები ამ მიმართულებით და პარტნიორებთან პროაქტიული მუშაობით მოხდეს როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსის სათანადო მომზადება", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S