Accentnews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი დეპუტატის განცხადებას "ბოდვა" უწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი დეპუტატის განცხადებას "ბოდვა" უწოდა

04/09/2020 09:27:01 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ცალკეული დეპუტატების მხრიდან გავრცელებული განცხადება არის ბოდვა და იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, – ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი რუსი დეპუტატის იური შვიტკინის განცხადებას „ნოვიჩოკის“ შესახებ.

შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს.

„მე არ ვიცი, მეტი როგორი რეაგირება გავაკეთოთ, როდესაც საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა [ნავალნის მოწამლვის თაობაზე]. წაიკითხეთ ის განცხადება, მისი სიმკვეთრე და სიმძაფრე. ჩვენ ვართ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და არ გვერიდება მოვლენებზე სახელების დარქმევა. ეს მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება რუსეთის დუმის ცალკეული დეპუტატების მხრიდან გავრცელებულ განცხადებას – არის ბოდვა, მე სხვა სიტყვას ვერც კი მოვძებნი და არის იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა თემის კომენტირებისას დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციისთვის: გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. თემის კომენტირებისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ "რუსეთი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიკატების დამზადებაში არ არის ჩართული. მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში არსებობს".

ცნობისთვის: პირველ სექტემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უცხო ქვეყნის სპეც–სამსახურების მიერ უნებართვო შეღწევა განხორციელდა. მინიშნება გაკეთდა რუსეთზე.

როგორც გამოძიებამ ამ ეტაპზე დაადგინა, მიზანს ლუგარის ლაბორატორიაში დაცული ინფორმაციის მითვისება წარმოადგენდა. გამოძიებისვე ცნობით, ავთენდური და ასევე არაავთენდური მასალა ერთ–ერთ უცხოურ გვერდზეა განთავსებული. მიზანი კი შსს–ს ცნობით, მოქალაქეების დაშინებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S