Accentnews.ge
ვაშაძე ამბობს, რომ ჩოჩელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

ვაშაძე ამბობს, რომ ჩოჩელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

04/09/2020 10:32:35 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პარტიის "პროგრესი და თავისუფლება" ერთ–ერთი დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკ "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

როგორც ვაშაძე აცხადებს, გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ რამდენიმე პარტია და სუბიექტი შეუერთდება, თუმცა მას კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუ ვინ აპირებს ბლოკში გაერთიანებას. ამ ეტაპზე მხოლოდ "პროგრესი და სამართლის" შესახებ არის ცნობილი.

4 სექტემბერს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და პარტია "პროგრესი და თავისუფლებასთან" ერთად საარჩევნო ბლოკ "ძალა ერთობაშიას" შეუერთდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S