Accentnews.ge
ნინო ბურჯანაძე: „ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გზა აირჩია“

ნინო ბურჯანაძე: „ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გზა აირჩია“

07/09/2020 09:02:08 პოლიტიკა

„დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების არ სჯერა. ის სამართლებრივ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან აცხადებს, რომ პოლარიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე აქცენტირებით დღის წესრიგში დგება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში უფრო შედის, ვიდრე ენმ–ს.

„სააკაშვილს მომხრეები ჰყავს, მაგრამ ასევე ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და ეს მოწინააღმდეგეები ამ შემთხვევაში უკვე პოლარიზაციის მსხვერპლი ხდებიან. პოლარიზაცია მხოლოდ აწყობთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო მეტად, ბიძინა ივანიშვილს და ძალიან ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გზა აირჩია.

არამოქალაქე პირს პრემიერ–მინისტრობის უფლება არ აქვს. იმედია, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ მისცემს მოქალაქეობას. გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები...მე არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის“,– განაცხადა ბურჯანაძემ თემის კომენტირებისას.

ცნობისთვის: ენმ–მ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. აღნიშნულ კანდიდატურას მხარს არ უჭერს „ევროპული საქართველოც“.

ენმ–ში განმარტავენ, რომ ქვეყანამ სააკაშვილის რესურსი უნდა გამოიყენოს.

თავად სააკაშვილმა ქვეყანაში დაბრუნება კიდევ ერთხელ ორიოდ კვირის წინ დააანონსა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S