კაჭარავა და სანიკიძე პოლიტიკაში წავიდნენ
10/09/2020 16:17:37 პოლიტიკა
კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე პოლიტიკაში წავიდა. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში – პირველ ოცეულში იქნება.
მისი კანდიდატურა დღეს პარტიულ ღონისძიებაზე, საარჩევნო სიის წარდგენისას დაასახელეს.
სიაში ასევეა მორაგბე დავით კაჭარავა. ისინი სიაში მე–13 და მე–16 ნომრებს ინაწილებენ.

იხილეთ ასევე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
"სპორტსმენები ვერ არიან კარგი პარლამენტარები თუ რატომ გაჩნდა კითხვები?", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში სპორტსმენების დასახლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავა სამაგალითო და მისაბაძი ადამიანები არიან.
"მათ თავისი სამშობლო უყვართ, კარგი კარიერა ჰქონდათ, სამაგალითოები და მისაბაძები არიან. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სპორტული მიმართულებით მათ ძალიან ბევრი უნდა გააკეთონ საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე ბევრი უნდა გააკეთონ აღსრულების კონტროლის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ეს ადამიანები იმაზე იზრუნებენ, რომ თავიანთი პირადი მაგალითი იყოს მაგალითი ქვეყნისათვის", - განაცხადა მდინარაძემ.


