დეპუტატი – ჟურნალისტს: „ჩემს სოფელში წინააღმდეგობას მიწევ?!“

16-09-2020 23:03:02 პოლიტიკა

სოფელ ნახიდურის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვუგარ ისაევი ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა,– იუწყება „მთავარი არხი“ და კადრებსაც ავრცელებს, რომელშიც დეპუტატი მსგავსი სახის მუქარას არ უარყოფს.

ჟურნალისტი დეპუტატს შეახსენებს, რომ საჯარო მოხელეა და ინტერესდება, რატომ ემუქრება მას ძალადობით.

„დიახ, გითხარი, მერე რა გინდა? შენ ვინც კაცს გეუბნება, ის უნამუსოა, არაკაცი ხარ! არჩევნები დამთავრდეს და აქ დაგიძახებ, სულ სხვანაირად დაგელაპარაკები! მიდი აბა, იმუშავე „ნაციონალებზე“,– პასუხობს ჟურნალისტს დეპუტატი. თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

ინტერვიუს თანახმად, დეპუტატი თვლის, რომ საჯარო სივრცეში მისი გადაღების უფლება ჟურნალისტს არ აქვს და ამისთვის დეპუტატის სურვილიც საკმარისია.

„შენ აქ ვერაფერს გადაიღებ, მე ასე მინდა! თქვენ შანტაჟით ხართ დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ? მოდიხარ და ჩემს სოფელში წინააღმდეგობას მიწევ?! გითხარი, არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება! არჩევნების შემდეგ შენც და სხვებსაც ცალკე შეგხვდებით“,– ამგვარად განმარტავს საკუთარ პოზიციას დეპუტატი.

ირკვევა, რომ ინციდენტი ნახიდურში მოსახლეობასთან "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლის კახა ოქრიაშვილის შეხვედრის შემდეგ მოხდა.

იხილეთ ასევე: აშშ–ის ელჩი სამწუხაროს უწოდებს ამომრჩევლის დაშინებისა და სხვადახვა რესურსის გამოყენების შესახებ ინფორმაციებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები