ჯაფარიძე – ენმ–ს: „ბოდიში არ მაქვს მოსახდელი“
25/09/2020 10:20:06 პოლიტიკა
„გირჩის“ წევრი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე–ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, ვინაიდან შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. საუბარია ენმ–ის მოწოდებაზე, ჯაფარიძემ განმარტოს საკუთარი განცხადება ენმ–ის მხარდამჭერებთან დაკავშირებით.
„სააკაშვილმა საკითხი დააყენა ასე, რომ მე თავი უნდა დავანებო სიმართლეზე საუბარს, თუ მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხმები მივიღო. რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ „ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები“ და ამ პოზიციაზე ვარ დღესაც. ბოდიშს არ ვიხდი, რადგან არაფერზე მაქვს ბოდიში მოსახდელი. ზოგადად, ეს თავდასხმები რას ნიშნავს, არ მესმის. თუ რაიმე შეიძლება, შეფასდეს როგორც თავდასხმა, ეს იყო პრეზდენტ სააკაშვილის მიმართვის ტონი, სადაც ჩვენ – სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგემლები მოგვიხსენია როგორც „პარტიუკები“ და „პოლიტიკანები“. შეურაცხმყოფელი სწორედ ეს იყო, მე მსგავსი ტერმინი არ მხმარია“,– განმარტა ჯაფარიძემ.


