
ლავროვი აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას რუსეთში სთავაზობს
01/10/2020 06:14:42 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთს და აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას რუსეთში სთავაზობს.
რუსეთის საგარეო უწყება სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეაჩეროს "ომის მსგავსი რიტორიკა".
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრა შესთავაზა. საქართველოს პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია "უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე".
ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის დილით გამწვავდა და მეოთხე დღეა, საბრძოლო მოქმედებები, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, არ წყდება. კონფლიქტს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იხილეთ ასევე:
„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები
რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში