Accentnews.ge
კახიანი განმარტავს, რატომ არ დაელოდა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას

კახიანი განმარტავს, რატომ არ დაელოდა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას

06/10/2020 13:45:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი კახიანი ევროკავშირის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება.

"ვენეციის კომისიის დასკვნას ბოლო მომენტამდე ველოდებოდით, თუმცა გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ჩვენ ეს კანონპროექტი მივიღეთ პლენარული სხდომების ბოლო დღეს. ანუ, იმის მერე ფაქტობრივად პლენარული სხდომები არ იმართება.

ეს მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება. ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეს. აქედან გამომდინარე, საკითხი ასე იდგა, რომ ან არ უნდა მიეღო ამ მოწვევის პარლამენტს ეს კანონპროექტი, ან უნდა მიგვეღო ისე, როგორც ეს გავაკეთეთ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის თაობაზე ქვეყნის პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ კანონს "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას" უწოდებს და სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S