გახარია - გოგაშვილზე: „არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა“
07/10/2020 09:09:42 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში მყოფი გიორგი გახარია ამბობს, რომ არ აინტერესებს, „სად წავიდა“ სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი.
„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი. მიზეზი, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?!", განაცხადა გიორგი გახარიამ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.


