Accentnews.ge
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში დავით–გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გაკეთდა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში დავით–გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გაკეთდა

12/10/2020 09:02:20 პოლიტიკა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში დავით–გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გაკეთდა.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ამაზე უკვე დაფიქსირდა პოზიცია. ოფიციალურმა აზერბაიჯანმა, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დააფიქსირა პოზიცია. არაკორექტული იქნება სხვა ქვეყნის იურიდიულ საკითხებში ჩარევა“,– განუცხადეს ქართველ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საელჩოში.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. მათ ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ცნობილია, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც იმ რუქის მომძიებლად სახელდება, რის საფუძველზეც პროკურატურამ ძიება დაიწყო, საქართველოში იმყოფება და სავალდებულო კარანტინს გადის.

იხილეთ ასევე: კარტოგრაფების საქმე

სამის პოლიტიკური და იურიდიული მხარე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S