„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კალაძესა და გახარიასთან შეხვედრას ითხოვს
22/10/2020 19:23:23 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი თბილისის მერთან და საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ჯაჭვლიანი ამბობს, ამ შეხვედრაზე მისი ოჯახის მიმართ მუქარასა და მკლავჭიდის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებაზე სურს საუბარი.
ჯაჭვლიანი ამბობს, რომ კახა კალაძესთან კონტაქტზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
"მე რომ იურიდიულად არ ვიყო მართალი, ესენი „ვირის აბანოში“ ამომაყოფინებდნენ თავს. არჩევნები სანამ არ დამთავრდებოდა, ხმის ამომღები არ ვიყავი, მაგრამ შეეხნენ წმინდას - სამი შვილის დედას. სად არიან? რატომ არ გამოდიან? აქედან კახა კალაძეს და პრემიერ–მინისტრს მივმართავ - შემხვდით, მე გეტყვით და გაგარკვევთ საქმეში. ვთხოვ ბატონ პრემიერს და მე ავუხსნი ყველაფერს და ის რაც კითხვებია და ბოლომდე ვერ ვიძახი. თუ ასე არ იქნება, მივმართავ საელჩოებს. არსად წამსვლელი არ ვარ და ვთხოვ, რომ დაიცვან ოჯახი, რადგან ისინი არიან დარტყმის ქვეშ", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „ფორმულას“ ეთერში.


