რას ჰყვება ავტომობილის მფლობელი, რომელმაც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალამდე მიიყვანა
23/10/2020 08:30:17 სამართალი
ავტომობილის მფლობელი, რომელმაც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალამდე მიიყვანა, შსს–ს თანამშრომელი დავით მატუაა,– იუწყება „ტვ პირველი“. კერძოდ, დელეკომპანიის ცნობით, ის 112–ში მუშაობს.
არხის ჟურნალისტი ესაუბრა მატუას ოჯახის წევრს, რომელიც ძმაზე დაყრდნობით ყვება, რომ მატუას თავდამსხმელი თავდაპირველად სპეცრაზმელი ეგონა, ხოლო 112–თან დაკავშირება მას შემდეგ სცადა, რაც ის ბანკში შეიჭრა, თუმცა პირველ ჯერზე 112–თან კონტაქტის დამყარება ვერ მოახერხა, შემდეგ უფროსთან მივიდა, ერთად შეძლეს საგანგებო სიტუაციების სამსახურთან დაკავშირება და ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ირკვევა, რომ ინციდენტი ახალსოფელთან მოხდა. თავდამსხმელი ავტომანქანის გაჩერებისას შეიარაღებული იყო და ნიღაბიც ეკეთა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალსოფლიდან ზუგდიდამდე დაახლოებით, 30 წუთის სავალია.
„ჩემი ძმა მეგობარს უნდა შეხვედროდა, საერთო მეგობრის საფლავზე მიდიოდნენ. როგორც ამბობს, გზაზე ფორმიანი პირი გადაუდგა, სპეცრაზმელივით აღჭურვილი. თავიდან უფრიქრია, „ალბათ თანამშრომელია, ოპერაციას ატარებენ ან რამე ეგეთიო“. [ძალოვანი უწყების] მანქანის კარი გააღო, უკან ჩაუჯდა და უთხრა, „გზაზე იარეო“ – მეტი არაფერი. ქალაქში [ზუგდიდში] რომ გავიდნენ, „ნელა, ბანკისკენ იარეო“. ბანკთან მანქანის კარი გააღო, „წამების სიტუაია უიყო და ეგრევე გაისროლაო“,– ყვება მატუას ძმა ბაჩანა.
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 23 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც და გატაცებულია თანხა. გომელაურმა 22 ოქტომბერს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.
იხილეთ ასევე:


