Accentnews.ge
მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა – 23 ოქტომბრის კრიმინალური ქრონიკა

მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა – 23 ოქტომბრის კრიმინალური ქრონიკა

23/10/2020 10:19:55 სამართალი

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომხდარი რამდენიმე კრიმინალური ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში 22 ოქტომბერს კაცმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ კი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა, ფული გაიტაცა და არსებული ინფორმაციით, მიმალვა შეძლო.

მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა, სოფელ ახალსოფელში, უჩაშონას უბანში იპოვნეს. ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

22 ოქტომბრის დილით ბათუმში ერთ–ერთი კერძო კომპანიის საინკასაციო მანქანა გაძარცვეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბათუმშივე, მელიქიშვილის ქუჩაზე, საცხობი და სწრაფი კვების ობიექტი გატეხეს. ობიექტის მეპატრონის თქმით, სამმა ქურდმა 100 ლარი გაიტაცა.

"დილით რომ მოვედი, ფანჯარა გატეხილი დამხვდა. წაღებულია 100 ლარი. დავეკითხე გვერდით ობიექტს და მათი მაღაზია არ იყო გატეხილი, მხოლოდ კარი იყო ნაწვალები. გამოვიძახეთ 112",-აღნიშნა მეპატრონემ. გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში მისი მაღაზია გატეხეს. მეპატრონემ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი რამდენიმე წუთის წინ ასევე დედაქალაქში მოხდა: გლდანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S