Accentnews.ge
კალაძე ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

კალაძე ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

26/10/2020 09:41:08 პოლიტიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიცრუე და ცილისწამება უწოდა “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, რომ მას კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ემუქრება.

„ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ დიდ სიბინძურესთან დაკავშირებით, რასაც ეს კონკრეტული ადამიანი ამბობს. მას ჩემთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა, ამ გამოსვლებისა და ცილისწამების ხარჯზე, ნამდვილას არ ვაპირებ მასთან შეხვედრას. არანაირი საქმე არ ამქვს, არ მქონია და არც მექნება“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: ჯაჭვლიანის განცხადებით, მას არეშიძემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S