ბანკში შეჭრას და მძევლების აყვანას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

26-10-2020 20:20:30 სამართალი

21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეჭრა და მძევლების აყვანა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. ამის შესახებ მედიას დღეს საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ამცნო.

კერძოდ, კრიმინალურ აქტზე გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით: ტერორისტული აქტი, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზანით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარება.

შსს–მ სავარაუდო ბოროტმოქმედად ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა დაასახელა, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის დადგენილი არაა. ცნობილია, რომ დღეს სამეგრელოში საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა, მათ შორის ესებუას საცხოვრებელ ბინაზე. პოლიციაშია გადაყვანილი ესებუას ძმაც. ჩხრეკა ჩატარდა ესებუას ნათესავების ბინებზეც.

შსს–ს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებამდე, ესებუას დედა და ძმა აცხადებდნენ, რომ სახლი ყოფილმა სამხედრომ 21 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30–საათზე დატოვა და მას შემდეგ კონტაქტი არ ჰქონიათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები