რა სასჯელს ითვალისწინებს ტერორიზმი და მძევლების აყვანა

26-10-2020 23:13:14 სამართალი

26 ოქტომბრის მდგომარეობით, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმასა და მძევლების აყვანის საქმეზე ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო თავდამსხმელად კი დასახელებულია ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა, რომელიც ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის დადგენილი არაა და მიმდინარეობს საგამოძიები–სამძებრო ღონისძიებები.

ესებუას ძალოვანი უწყება სსკ–ის 323; სსკ–ის 329. სსკ–ის; სსჯ–ის 236– მუხლებით გავალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება.

სსკ–ს 323–ე მუხლი – ტერორიზმი: ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება,– განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

სსკ–ის 323 მუხლის პირველ ნაწილში საუბარია, რომ ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით აღკვეთით.

ხოლო იგივე იგივე ქმედების ჩადენის მუქარა ისჯება ექვსიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.

სსკ–ის 329–ე მუხლი ითვალისწინებს ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება სასჯელს, სსკ–ის მიხედვით, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, ან რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ისჯება თავისუფლების რვიდან თორმეტ წლამდე ვადით აღკვეთით.

რაც შეეხება სსკ–ის 236–ე მუხლს, აქ საუბარია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაზე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის მაქსიმალურ სასჯელად 9–წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის: საქართველოში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი უფრო მკაცრი სასჯელის მიერ უფრო მსუბუქი სასჯელის შთანთქმის პრინციპით შეიცვალა. ამრიგად, 21 ოქტომბრის მოვლენების განმახორციელებელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალურ სასჯელად 15–წლიანი პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე: რა ვიცით „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები