ჯაჭვლიანი – „ქართულ ოცნებაზე“: „ზონდერბრიგადის“ წევრი ვერასოდეს ვიქნები“
26/10/2020 20:12:46 პოლიტიკა
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ დღეიდან პარტიას ტოვებს.
"კალაძემ ხომ თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრი არის თუ არ არისო, ეს მის ნამუსზე იყოს. მე დღეიდან, ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ, იმ „ზონდერბრიგადის“ წევრი ვერასოდეს ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია აბა რა არის?!", - განაცხადა ჯაჭვლიანმა „მთავარის ეთერში“.
ცნობისთვის: ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის ოჯახს ემუქრებიან. მან დედაქალაქის მერთან და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.


