Accentnews.ge
კობახიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქრიაშვილის „დიდ ფულთან“ დაპირისპირება უწევს

კობახიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქრიაშვილის „დიდ ფულთან“ დაპირისპირება უწევს

28/10/2020 09:36:25 პოლიტიკა

ბოლნისის ოლქში დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბოლნისის შტაბში თანხების შესაძლო მიღებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ბოლნისის ოლქში გვიწევს დაპირისპირება ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც კახა ოქრიაშვილი არიგებს. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და რამდენიმე სხვა ოლქში. კახა ოქრიაშვილი ძალიან დიდ ფულს არიგებს. მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავს და ამ აგიტატორებს ორი თვის განმავლობაში რამდენს უხდის. ეს თანხები დეკლარირებული არ არის, რესურსი აქვს, ვადასტურებთ. მუდმივად გვესმის, რომ რაღაც ფაქტები არსებობს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს სახელი გვარი და ფაქტის აღწერილობა. თეორიულად, არ გამოვრიცხავთ, რომ X შტაბში ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აძლევდეს, მაგრამ გვითხარით, სახელი და გვარი ვინ რა გააკეთა და რეაგირება გვექნება. ბრალდებები მუდმივად გვესმის ისე, რომ არც ერთ დეტალს არავინ არ გვეუბნება. ასეთ დროს რეაგირების საშუალება არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.

იხილეთ ასევე: ბოლნისში „ოცნების“ ოფისთან ხალხმრავლობა იყო: „ოთხი დღეა, ფული რიგდება“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S