კობახიძე - ბანკზე თავდამსხმელზე: "გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში"
28/10/2020 20:02:28 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ბანკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა იმ კონკრეტულ მომენტში გაუშვეს და ის არ გაქცევიათ.
"[საქართველოს ბანკის მძარცველი] კი არ გაგვექცა, 43 მძევლის სიცოცხლე გადაარჩინა პოლიციამ. ეს არის რეალობა. გაგვექცა სხვა რამეა. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, მეორე დანაშაულის გახსნაც დასრულდა წარმატებით და ესეც არის შს სამინსიტროს ეფექტიანობის შედეგი. მესამე ფაზაც ძალიან მალე დასრულდება. გაგვექცა არასწორი სიტყვაა.
იმის გამო, რომ არცერთი ადამიანი არ დაღუპულიყო, სპეცოპერაცია ჩატარდა არსებული სახით, ოპერაცია გრძელდება და ეს პირი აუცილებლად იქნება დაკავებული. გაგვექცა არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში". – თქვა ირაკლი კობახიძემ PalitraNews-ის ეთერში.
იხილეთ ასევე შს მინისტრის განცხადება: "ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ მანქანიდან გადავიდა და მიიმალა"
21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ათეულობით ადამიანი მძევლად აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მითხოვა. რამდენიმე საათში მან მძევლები გაათავისუფლა, ნახევარი მილიონი გაიტაცა და მიიმალა. ბოროტმოქმედი ამ დრომდე თავისუფალია. მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი ბადრი ესებუაა. როგორც ირკვევა, ესებუა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელმაც შეიარაღებული ძალები გასულ წელს დატოვა. რა მტკიცებულებები არსებობს ესებუას წინააღმდეგ, ამ ეტაპზე უცნობია.
21 ოქტომბრის თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.


