მთავრობა მოქალაქეთა ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვას 1 ნოემბრიდან იწყებს
29/10/2020 05:59:10 პოლიტიკა
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა, რომელიც მოიცავს ბიზნესის და ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას, 1 ნოემბრიდან იწყება,– ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა მოიცავს სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვას ნომბრიდან ოთხი თვის განმავლობაში.
პროგრამის მიხედვით, ისევე როგორც გაზაფხულზე, სახელმწიფო დაფარავს იმ ოჯახის კომუნალურ ხარჯებს, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატამდე ელექტროენერგია, ხოლო ბუნებრივი აირი ასევე 200 კუბური მეტრის ფარგლებში მოიხმარეს.
მათ, ვისაც მსგავსი სახის დახმარება არ სჭირდებათ, აქვთ შესაძლობლობა, უარი განაცხადონ.
იხილეთ ასევე: პროგრამის შესახებ დასმული კითხვები და პასუხები


