9 დასამახსოვრებელი კადრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან

01-11-2020 01:39:30 ეს საინტერესოა

საქართველოს მასშტაბით გახსნილ რიგ საარჩევნო უბნებზე თუ მიმდებარე ტერიტორიებზე ინციდენტების „დეფიციტით“ არც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კადრები „ცხელ წერტილად“ შეფასებულმა გლდანის მაჟორიტარულმა ოლქმა შემოინახა და არა მხოლოდ მან.

„აქცენტმა“ მათ ნაწილს თავი მოუყარა და თავის მკითხველს სთავაზობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული კენჭისყრის პროცესზე მეტ–ნაკლები წარმოდგენის შესაქმნელად:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, მისმა დამკვირვებელმა მარნეულში დააფიქსირა პირი, რომელმაც „სულ მცირე, ათჯერ მისცა ხმა“:

გლდანში, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პირები განმარტავდნენ, რომ საარჩევნო სიები „დამკვირვებლების უსაფრთხოების გასაკონტროლებლად“ ჰქონდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. "ძველ ბიჭებად" წოდებული პირების საარჩევნო უბნებთან მობილიზება სხვა არჩევნებზეც ხშირად დაფიქსირებულა, თუმცა მსგავსი მიზნის დასახელება სიახლეა.

იარაღი საარჩევნო უბანთან. თვითმხილველების თქმით, იყო მუქარაც.

უბანთან სუფრის გარეშე არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩაუვლია

მრავლად დაფიქსირდა სიებით მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლებისთვის კონვერტების გადაცემის ფაქტებიც. სავარაუდოდ, მათში ფული იდო. სახელდება ოდენობაც - 50 ლარი.

რიგმა მოქალქეებმა საარჩევნო უბნებზე შეიტყვეს, რომ "covid-19–ით არიან ინფიცირებულები".

"ტვ პირველის" ფოტო. როგორც ფოტოს ავტორი განმარტავს, საარჩევნო უბანზე მისულ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შინ დარჩა.

თავს დაესხნენ ჟურნალისტს

ოპოზიციამაც და მმართველმა გუნდმაც "არჩევნებში გამარჯვება" შედეგების გამოცხადებამდე, სხვადასხვა ლოკაციებზე იზეიმეს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები