საპარლამენტო არჩევნების შედგეებს არც „პატრიოტთა ალიანსი“ ცნობს
01/11/2020 12:32:36 პოლიტიკა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედგეებს არც „პატრიოტთა ალიანსი“ ცნობს,– ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.
მისი შეფასებით, არჩევნების „ტოტალურად გაყალბდა“, პარტია კი მოქმედების გეგმაზე მსჯელობს.
„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია- არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!“,– განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ცნობენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც და აქციებისთვის ემზადებიან.


