ბათუმში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაა, არიან დაშავებულები
04/11/2020 16:53:09 პოლიტიკა
ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა–შემოხლა მიმდინარეობს, არიან დაშავებულები.
ამასთან, ძალადობის მსხვერპლად იქცნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც სამართალდამცველებმა კომისიის სხდომიდან, აკრედიტებულობის მიუხედავად, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევეს და შესაბამისად, მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლენლობა არ მიეცათ.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით პროტესტის შვიდი ცენტრია. ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით - გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ასევე რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
დღეს ბოლო დღეა, როცა კომისიის წევრებმა შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები უნდა განიხილონ. ოპოზიციონერი ლიდერები სხდომებზე დასწრებას მოითხოვენ. ყველა ლოკაციაზე დაძაბულობაა და მობილიზებულია პოლიცია.


