Accentnews.ge
„იაგოს დიდ პატივს ვცემ,  მაგრამ ეს მიამიტობად და საქმის არსის არცოდნად მიმაჩნია“

„იაგოს დიდ პატივს ვცემ,  მაგრამ ეს მიამიტობად და საქმის არსის არცოდნად მიმაჩნია“

05/11/2020 14:20:24 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა „გირჩის“ ინიციატივას „მიამიტურს“ უწოდებს.

„იაგოს, მის აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს მიამიტობად და საქმის არსის არცოდნად მიმაჩნია: იმისგან, რაც დღეს ცსკ–ში გაკეთდა, შეუძლებელია, რამე გამოიყვანო – რაც უფრო მეტად წახვალ გასწორებაში [შემაჯამერელი ოქმების – რედ.], მით მეტ გაუგებრობაში შეხვალ. თუ ცსკ–მ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და „ქართული ოცნება“ 39%–ზე დაწია [საარჩევნო ხმების პროცენტული მაჩვენებელი – რედ.], მაშინ რატომ გააყალბეს? – ანუ ალოგიკური რამაა. საჩივრებით, რომლებიც უკან გადმოგვიყარეს [არ განიხილეს საარჩევნო კომისიებში – რედ.], სასამართლოშიც მივდივართ და არა იმიტომ, რომ მჯერა, იქ დამოუკიდებელი მოსამართლე დამხვდება, არამედ იმიტომ, რომ ყველა საფეხურს გავდივართ. მაგრამ ამაზე ვიყოთ დამოკიდებული – ეს ივანიშვილის თამაშია: დროის გაწელვა სწორედ მას უნდა. ასეთ დროს ყველა ხელისუფლება ამბობს, „ახლა უნდა გავუძლოთ, ზამთარი მოდის, ხალხი დაიღლება, სიცივე იქნება, ახალი წელი მოდის, ყველა საცივში ჩაჰყოფს თავს, აღარავის გაახსენდება არჩევნები“ და ა.შ. – ივანიშვილი ზუსტად ამაზე ფიქრობს, როგორ მივიდეს ახალ წლამდე. ამ უბირ ადამიანს ჰგონია, რომ პროტესტის ალტერნატივა საცივი იქნება. ძალიან ცდება: საცივის ფული ხალხს ღარ აქვს – ქვეყანა გაღატაკდა!“,– განაცხადა უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ის საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:

„უნდა ვაჩვენოთ, რამდენი ადამიანია გაბრაზებული, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა ივანიშვილმა და მისმა ფულმა!“.

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს არ სცნობს და აქციებისთვის ემზადება.

რაც შეეხება „გირჩის“ ინიციატივას, როგორც მისმა თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პარტია კრიზისის თავიდან აცილების გზას შემდეგნაირად ხედავს:

  • არჩევნების შედეგები ჩასწორდეს იმგვარად, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან”;
  • ამ გზით ფორმირებულმა პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S