Accentnews.ge
ბერძენიშვილი  – საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს: „მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში!“

ბერძენიშვილი  – საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს: „მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში!“

08/11/2020 11:57:28 პოლიტიკა

„რესპუბლიკურ პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართა.

„მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში!“,– განაცხადა ბერძენიშვილმა.

რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქციაზე ასევე იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც დაანონსდა, ოპოზიციის ერთიანი სამოქმედო გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ხალხის სიმრავლის გამო შეფერხებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S