კახიანი – ოპოზიციის მოთხოვნებზე: „სერიოზულად არ ვუყურებთ“
08/11/2020 13:52:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს "აბსურდულს" უწოდებს.
"მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან მალე თავადვე გააცნობიერებენ თავიანთი პოზიციების აბსურდულობას, მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით, საპარალამენტო ცხოვრებას", - განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის ოპოზიცია ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს: ჩატარდეს ხელახალი არჩევნები; თანამდებობიდან გადადგეს ცსკ–ის თავმჯდომე და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო საღამოს 20:00 საათამდე აქვს.


