Accentnews.ge
კობახიძე – ოპოზიციასთან კომუნიკაციაზე: „პარტნიორებს შეხვედრის ორგანიზება სურთ, ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ“

კობახიძე – ოპოზიციასთან კომუნიკაციაზე: „პარტნიორებს შეხვედრის ორგანიზება სურთ, ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ“

08/11/2020 16:58:36 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით გარკვეული შეხვედრა დააორგანიზონ და სახელისუფლებო გუნდი მათ უწევენ ანგარიშს.

"საზოგადოებას ვუთხრათ სრული სიმართლე – ქალბატონი თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, მას ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს. მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი, ჩვენ ვკითხეთ, თუ რა იყო შეხვედრის მიზანი, რა ფორმატი წარმოადგინეს და ა.შ. დავაზუსტეთ ეს დეტალები. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სურვილი აქვთ, რომ გარკვეული შეხვედრა დააორგანიზონ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ – ჩვენი პოზიცია ეს იყო. თუ იქნება ასეთი ინტერესი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და გვექნება ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ამაზე პასუხი ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ", – განუცხადა კობახიძემ საქართველოს პირველ არხს.

დღეს, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული დრო ამოიწურა, ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებთან არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან კონტაქტი შედგა და მოლაპარაკებების ხვალისთვის გამართვა სესთავაზეს.

"მაშინ, როცა აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს. რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არც ერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს ჰიპოტეთური დაპირებისა არ სჯერა", - თქვა მელიამ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S