Accentnews.ge
აქცია 9 ნოემბერს რუსთაველზე გაგრძელდება

აქცია 9 ნოემბერს რუსთაველზე გაგრძელდება

08/11/2020 21:28:28 პოლიტიკა

სამართალდამცველების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მომიტიმგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის ინტენსიური გამოყენების შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა აქციის 9 ნომებრის საღამოსთვის გაგრძელების გადაწყვეტოლება მიიღეს. შეიცვალა ლოკაციაც – მომიტინგეები 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. მანამდე დემონსტრანტებს ღამით ცსკ–ის შენობასთან დარჩენა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ახალი გეგმის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია.

„ეს ბრძოლა არ შენელდება!“,– განაცხადა ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ დააზუსტა, რომ აქციები გაიმართება რუსთაველზე, ცსკ–სთან და რეგიონების მასშტაბით.

"ხელისუფლებას არ მივცემ საშუალებას, დაპირისპირების სპირალში შეგვითრიოს და საკუთარი თავის გადასარჩენად, ერთმანეთს საზოგადოება დააპირისპიროს", – აღნიშნა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცსკ–სთან წყლის ჭავლი რამდენჯერმე იქნა გამოყენებული, დაშავდნენ და დასველდნენ დემონსტრანტები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ოპოზიციამ სამი მოთხოვნა დააყენა: გადადგეს ცსკ–ის თავმჯდომარე, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

მიმდინარე მოვლენების ფონზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და აქცენტი ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეზე გააკეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S