Accentnews.ge
„სირცხვილია“– შსს–ს: „2 000–ლარიანი ჯარიმა ვერ შეგვაშინებს!“

„სირცხვილია“– შსს–ს: „2 000–ლარიანი ჯარიმა ვერ შეგვაშინებს!“

09/11/2020 19:37:18 პოლიტიკა

"2 000–ლარიანი ჯარიმა ვერ შეგვაშინებს!",– ასე ეხმიანება მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი შსს–ს განცხადებას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს პირთა ინდენტიფიცირება და ყველა მათგანი დაჯარიმდება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის.

„ეს ადამიანები [რუსთაველზე მყოფი საზოგადოება – რედ.] თავისუფლებისთვის იბრძვიან. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია! ბუნებრივია, 2 000–ლარიანი ჯარიმა ვერ შეგვაშინებს და ვერც მათ შეაშინებს, რომლებიც ახლა დაიჭირეს. არ შეგვეშინდება, ვდგავართ და პროტესტს ვაგრძელებთ – დაუმორჩილეობლობის აქტი შედგა!“,– განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მისივე თქმით, „სირცხვილია“ „უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის ფრონტის ხაზს ხსნის“:

„სირცხვილია“, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი, ჩვენს ხაზს ვხსნით და მშვიდობიანად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბრძოლა ივანიშვილს არ გავატონოთ. ბრძოლა ბოლომდე იქნება!“.

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

ამ დროისთვის თბილისსა და რუსთავში აქციები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S