„საელჩო მოუთმენლად ელის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“
10/11/2020 22:46:02 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.
„აშშ-ის საელჩო თბილისში მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.
იხილეთ ასევე: თბილისში პომპეოს ვიზიტისას შესაძლოა, აქცია გაიმართოს


