Accentnews.ge
აბაშიძე განმარტავს, რატომ გაუხსნა საქართველომ საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს

აბაშიძე განმარტავს, რატომ გაუხსნა საქართველომ საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს

11/11/2020 13:00:46 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ "აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნის საფუძველზე საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად განსაზღვრული პერიოდით იქნება გამოყენებული".

"მოგეხსენებათ, ქართული მხარე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 10 ნოემბერს მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე უკვე გამოეხმაურა. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს. საქართველომ ადრეც გამოხატა მზადყოფნა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. რაც შეეხება თბილისის როლს და ჩვენს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოჯისტიკურ საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის მიხედვით და, რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემულ ეტაპზე საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, ხაზს ვუსვამ, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება დაპირისპირების ზონაში საჰაერო სივრცის გამოყენებით და ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საუბარია საჰაერო სივრცის გახსნაზე განსაზღვრული პერიოდით, რაც კონტინგენტის გადაყვანას დასჭირდება.

„ეს განსაზღვრული პერიოდია. დღეებზეა საუბარი, რაც დასჭირდება ამ კონტინგენტის გადაყვანას. ვფიქრობ, ეს მოკლე პერიოდია“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

იხილეთ ასევე: Flyradar: საქართველომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა

ცნობისთვის: ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს საქართველოს ხელისუფლებამ ნებისმიერი ქვეყნებიდან სომხეთში ან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთების გადასასროლად ქვეყნის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ განაცხადა.

ამასთან, 2011 წლიდან სომხურ ქალაქ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზისთვის სამხედრო ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა მოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S