
საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა
17/11/2020 05:26:50 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. მას თბილისში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მაიკ პომპეო ოფიციალურ ტურნეს თბილისიდან ისრაელში გააგრძელებს.
იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები