Accentnews.ge
კრამერი: "პომპეოს საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს, ეს მთავარი შეცდომაა"

კრამერი: "პომპეოს საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს, ეს მთავარი შეცდომაა"

17/11/2020 14:54:51 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ "ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების არგამართვა მთავარი შეცდომაა".

"მისი განრიგი თბილისში მოიცავს შეხვედრებს მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან და საქართველოს პატრიარქთან. მას არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან. ეს მთავარი შეცდომაა. პომპეო უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენლებს, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა", რომელიც პრორუსულია. [...] იგი კარგავს შესაძლებლობას, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მთავარი მხარეებისთვის კომპრომისისკენ წახალისებაში. შეერთებულ შტატებს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991 წლიდან) დღემდე არაერთხელ მოუხდენია გავლენა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და ახლა არ უნდა დაუშვას, რომ არასტაბილურ რეგიონში ახალგაზრდა დემოკრატია ერთპარტიული მთავრობა გახდეს, რაც ქვეყანას რუსული დირექტივების მიმართ უფრო მოწყვლადს გახდის", - წერს კრამერი.

საქართველოს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. მას თბილისში დაახლოებით, ერთ საათში ელოდებიან.

ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მაიკ პომპეო ოფიციალურ ტურნეს თბილისიდან ისრაელში გააგრძელებს.

იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ქართველი ექსპერტები პომპეოს საქართველოში ამერიკელი სამხედროების მუდმივ საფუძველზე განთავსებას სთხოვენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S