
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე თბილისშია
17/11/2020 15:57:09 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე თბილისშია. თვითმფრინავი დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ. პომპეომ დიპლომატებთან მცირე გასაუბრების შედეგ აეროპორტის ტერიტორია დატოვა.
ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მაიკ პომპეო ოფიციალურ ტურნეს თბილისიდან ისრაელში გააგრძელებს.
იხილეთ ასევე: პომპეოს ვიზიტი: მიზეზები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები